
ახალი ამბები
აშშ-ს ელჩი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი დღეს სოხუმში ჩავიდა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ნოემბრის მოვლენებამდე შევხვდი და ახლაც რევოლუციის შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე მათთან შეხვედრა”, – განაცხადა დღეს რიჩარდ მაილსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კონკრეტიულად თუ ვის შეხვდა რიჩარდ მაილსი და რა საკითხებზე ისაუბრეს ელჩს არ დაუკონკრეტებია.