
ახალი ამბები
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის ფინანსური ხელშეკრულება გაფორმდა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის აქციონერებსა და კრედიტორებს
შორის 3 თებერვალს ბაქოში ხელი მოეწერა ფინანსურ ხელშეკრეულებას.
ხელშეკრულებას საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც მოაწერეს ხელი.
ფინანსური პაკეტი 27 დოკუმენტს მოიცავს. პროექტის ფარგლებში გათვალსიწინებულია გარემოს დაცვითი და სოციალური ზემოქმედების ფართომასშტაბიანი მონიტორინგის ჩატარება.