
ახალი ამბები
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა 5 თებერვალს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.
საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის ძალაუფლებას კიდევ უფრო გააძლიერებს, თუმცა პარლამენტსაც ექნება ხმის უფლება მთავრობის დაკომპლექტებისას.
ოპოზიციის წარმომადგენელთა და იურიდიულ ექსპერტთა თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილებას პარლამენტის ხარჯზე აძლიერებს.
ცვლილებების დამტკიცებამდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა საკონსტიტუციო ცვლილებები რაც შეიძლება სწრაფად დაემტკიცებინათ, რათა მთავრობას მისცემოდა საშუალება აქტიური ნაბიჯები გადაედგა რეფორმების განხორციელების გზით ქვეყანაში კრიზისის დასაძლევად.