ახალი ამბები

სახელმწიფო ტელევიზიას კვლავ ზაზა შენგელია უხელმძღვანელებს

სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის ხელმძღვანელად დღეს ზაზა შენგელია დაინიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ირაკლი ჩუბინიშვილის განცხადებით, შესაბამის დოკუმენტს უკვე მოეწერა ხელი და ზაზა შენგელია ისევ სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.


ზაზა შენგელიას ეს თანამდებობა ყოფილი ხელისუფლების დროსაც ეკავა. იგი ამ თანამდებობიდან 2003 წლის 19 ნოემბერს გადადგა და ამის მიზეზად ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიაზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა. მისი გადადგომის შემდეგ ტელერადიოკორპორაციის ხელმძღვანელის ადგილი მისმა პირველმა მოადგილემ გიორგი ლეონიძემ დაიკავა. 

მსგავსი/Related

Back to top button