ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პეტრე ცისკარიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნის თაობაზე. 


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ცისკარიშვილის კანდიდატურა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში წამოაყენა, თუმცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ხელი არ მოაწერა ბრძანებულებას მისი დანიშვნის თაობაზე. 


პეტრე ცისკარიშვილი, რომელსაც განათლება აშშ-ში აქვს მიღებული, პარლამენტის წევრი იყო. 2001 წელს იგი უცნობმა პირებმა პანკისის ხეობაში გაიტაცეს, სადაც მან რამდენიმე კვირა დაჰყო.


პეტრე ცისკარიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 2002 წელს მას ერთ-ერთ დეპუტატთან პარლამენტის სხდომათა დარბაზში შელაპარაკება მოუვიდა, რომელიც ჩხუბით დასრულდა.

Back to top button