ახალი ამბები

ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის დირექტორის მოადგილე დააკავეს

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დღეს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის დირექტორის მოადგილე იოსებ ნატროშვილი დააკავეს. მას 2,5 მილიონი ლარის მითვისებაში ედება ბრალი.


ნატროშვილის დაკავების გამო პროტესტი გამოთქვა საბითუმო ბაზრის გენერალურმა დირექტორმა ალბერტო სოლისმა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა საქციის გარეშე დააკავეს ნატროშვილი. “ჩვენ ამ საკითხს გავასაჩივრებთ და მივმართავთ ბრიტანეთისა და ესპანეთის საელჩოებს”, – განაცხადა ალბერტო სოლისმა  ჟურნალისტებთან საუბრისას.
 
ორი დღის წინ სამართალდამცველებმა საბითუმო ბაზრის ყოფილი დირექტორი დავით ჯიბღაშვილი დააკავეს. 

Back to top button