
ახალი ამბები
აჭარაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
სახალხო მოძრაობა “ჩვენი აჭარის” ინიციატივით, აჭარაში ადგილობრივ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რათა ავტონომიურ რესპუბლიკაში საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნები გაიმართოს.
50 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში ოპოზიციური გაერთიანება ასევე დააყენებს საკითხს აჭარის უზენაესი საბჭოს მიერ ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის პოსტის გაუქმების განხილვის შესახებ. ეს პოსტი ამჟამად ასლან აბაშიძეს უკავია.
აბაშიძის ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების დანიშვნას 28 მარტს მოითხოვს, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.