ახალი ამბები

შსს-ის წინასწარი დაკავების საპყრობილე იუსტიციის სამინისტროს გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მეხუთე საპყრობილე დღეს იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს სიმბოლურად ჟურნალისტების თანდასწრებით საჯაროდ გადასცა გასაღები.


“ამ საპყრობილეში განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები მოთავსდებიან და მათზე მკაცრი კონტროლი დაწესდება” – განაცხადეს დღეს გიორგი ბარამიძემ და ზურაბ ადეიშვილმა.


სასჯელაღსრულების დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ორი წლის წინ გადავიდა.

Back to top button