ახალი ამბები

მოსკოვი არბილებს პოზიციას სამხედრო ბაზების თაობაზე

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ იური ბალუევსკიმ 2 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია თავისი ორი სამხედრო ბაზა საქართველოდან „შვიდი-ცხრა წლის ვადაში“ გამოიყვანოს, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს მოთხოვნა ბაზების სამი წლის ვადაში გამოყვანაზე „არარეალურია“.


„შესაძლებელია პროცესის დასრულება შვიდიდან ცხრა წლის ვადაში. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის დავიწყებთ საქართველოდან გამოყვანილი ჯარებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობას “, – განუცხადა რუსეთის თავდაცვის სფეროს წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“.


თავდაპირველად რუსეთი 10-11 წელიწადს ითხოვდა ბათუმიდან და ახალქალაქიდან ბაზების გამოსაყვანად.


აშშ-მა უკვე მოუწოდა რუსეთს შეასრულოს სტამბულის სამიტზე აღებული ვალდებულებები ბაზების გამოყვანის თაობაზე.

Back to top button