ახალი ამბები

რუსეთი მზად არის საქართველოს სამხედრო ბაზების გამოყვანის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლოს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 28 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი მზად არის განაახლოს საქართველოსთან მოლაპარაკებები რუსეთის სამხედრო ბაზების გამოყვანის თაობაზე, „მაშინვე, როგორც კი ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება საქართველოში“.


მოსკოვმა და თბილისმა ამ საკითხს უკვე მოლაპარაკებების რვა რაუნდი დაუთმეს, თუმცა მხარეებმა წინსვლას ვერ მიაღწიეს ბაზების გამოყვანის ვადებთან დაკავშირებით.


რუსეთი თანახმაა ბათუმიდან და ახალქალაქიდან თავისი სამხედრო ბაზები 10-11 წლის ვადაში გაიყვანოს, მაშინ როცა საქართველო მხოლოდ სამ წელიწადზეა თანახმა.


 

Back to top button