ახალი ამბები

სააკაშვილი შვეიცარიაში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ახლადარჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 23 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში ნატოს გენერალურ მდივანს იააფ დე ჰუფ სხეფერს შეხვდა.


შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატო-რუსეთის საბჭო 26 იანვარს დაგეგმილ სხდომაზე რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გამოყვანის საკითხს განიხილავს.


სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებისა და აღნიშნა, რომ საქართველო არ დაუშვებს თავისი ტერიტორიიდან ტერორისტების რუსეთში გადასვლას. სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მისწრაფება ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებისკენ.


სააკაშვილის განცხადებით, მან ნატოს საბჭოს სამიტზე მიიღო მიწვევა, რომელიც მომავალ თვეს გაიმართება.

Back to top button