ახალი ამბები

სააკაშვილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კურთხევა მიიღო

საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსში დავით აღმაშენებლის საფლავზე ქვეყნისა და ერის წინაშე სასულიერო ფიცი დადო.


მან სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევა მიიღო.


მიხეილ სააკაშვილს ქუთაისში 500-მდე სტუმარი ახლდა. ასობით ადამიანი ფიცის დადების ცერემონიაზე დასასწრებად გელათის ტერიტორიაზე შეიკრიბა.


მთავარი ღონისძიება 25 იანვარს ჩატარდება, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ, ქართველი ხალხის წინაშე საკონსტიტუციო ფიცს დადებს.

Back to top button