ახალი ამბები

რესპუბლიკურმა პარტიამ სახელმწიფო მოწყობზე იმსჯელა

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელბმა სახელმწოფო მოწყობის სამომავლო გეგმების საკუთარი შეხედულებები წარმოადგინეს დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ კონფერენციაზე.
 
“საქართველოში ნოემბრის მოვლენებმა დაგვანახა, რომ ახალ უკვე ჩვენი დრო მოვიდა და ის პრინციპები რაც ბოლო წლების განმავლობაში პარტიამ შეიმუშავა სახელმწიფო მმართვის კუთხით, ახლა უნდა განხორციელდეს” – განაცხადა დღევანდელ კონფერენციაზე პარტიის წევრმა, იურისტმა დავით უსუფაშვილმა.
 
მისი თქმით ასევე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კონსტიტუციურ ცვლილებებს. “კონსტიტუცია არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პირის ინტერესების დამცველი ან ხელისუფლებაზე მორგებული, არამდე კონსტიტუცია უნდა გამოხატავდეს ხალხის ნებას და ხელისუფლებას აქცევდეს ჩარჩოში. ჩვენ ამ მხრივ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს” – აცხადებს დავით უსუფაშვილმა. 

“ქვეყანაში უნდა იყოს საპარლამენტო წყობილება, ჩვენ ამის მომხრე ვართ, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამაზე ფიქრი ნაადრევია. ქვეყანას უნდა ჰყავდეს ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი, ქმედითუნარიანი პარლამენტი” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პარტიის თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა. 

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რესპუბლიკური პარტია მზად არის “ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან” თანამშრომლობა კვლავაც გააგრძელოს.

Back to top button