ახალი ამბები

აჭარის ლიდერი სტრასბურგში გაემგზავრა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე 20 იანვარს სტრასბურგში გაემგზავრა. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, ასლან აბაშიძის ვიზიტი სტრასბურგში ორ დღეს გაგრძელდება, თუმცა მან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და დასძინა, რომ ყველაფერს თავად ასლან აბაშიძე ჩამოსვლის შემდეგ განაცხადებს.


აჭარის ლიდერი სტრასბურგში გამგზავრებამდე ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც იგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვალერი ლოშჩინინს შეხვდა. მისი განცხადებით, მოსკოვში მან ეკონომიკური საკითხები განიხილა.    

Back to top button