
ახალი ამბები
ხაბურძანია იმედოვნებს, რომ ჭიჭიაშვილის დაკითხვით მრავალი საქმე გაიხსნება
უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია იმედოვნებს, რომ მოსკოვიდან თბილისში ექსტრადირებული ადამიანთა გატაცებაში ეჭვმიტანილი შოთა ჭიჭიაშვილი თავის ჩვენებაში ბევრი ჩინოვნიკის გვარს დაასახელებს და მათ კრიმინალურ საქმიანობაში ამხელს.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბევრ კრიმინალურ საქმიანობას მოეფინება ნათელი და მასში მონაწილეთა და ორგანიზატორთა ვინაობა გაირკვევა”, – განაცხადა ვალერი ხაბრუძანიამ 21 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
შოთა ჭიჭიაშვილის ესტრადიცია თბილისში უშიშროების მინისტრისა და გენერალური პროკურორის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ მოხდა. მას 2000 წელს ორი ესპანელი ბიზნესმენის და 2002 წელს ქართველი პარლამენტარის პეტრე ცისკარიშვილის და ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცებაში ედება ბრალი.