
ახალი ამბები
ზუგდიდში საპროტესტო აქცია გრძელდება
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ეთერ ასტემიროვამ, რომელიც დღეს დილით აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ ზუგდიდში მძევლად აიყვანა, სპეცდანიშნულების რაზმის დახმარებით შეძლო გათავისუფლება.
თუმცა, საპროტესტო აქცია ზუგდიდში კვლავ გრძელდება. დევნილები დაშლას არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება მათ კუთვნილ შემწეობებს არ გასცემს.
დღეს დილით ზუგდიდში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ სამხარეო ადმინისტრაციის შენობის პარალიზება მოახდინა და ადგილზე სიტუაციის გაცნობის მიზნით ჩასული მინისტრი მძევლად აიყვანა.