
ახალი ამბები
ზუგდიდში ჩასული ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დევნილებმა მძევლად აიყვანეს
ზუგდიდში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ დღეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობის პარალიზება მოახდინეს. დევნილები შენობიდან არ უშვებენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს ეთერ ასტემიროვას, რომელიც ზუგდიდში დღეს დევნილებთან შეხვედრის და მათ წინაშე არსებული პრობლემების გაცნობის მიზნით ჩავიდა.
დევნილები სამი თვის კუთვნილი შემწეობების გაცემას მოითხოვენ. “მართლაც არსებობს ფინანსური პრობლემები. ამ საკითხის მოგვარება ბანკის ხელმძღავნელობასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ”, – განაცხადა ეთერ ასტემიროვამ.