
ახალი ამბები
მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი თბილისში ჩამოდის
მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი დონა დოუსეთ-კოიროლო დღეს თბილისში სამდღიანი ვიზიტით ჩამოდის.
ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ის დახმარება, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოს მომავალი წლების განმავლობაში გაუწევს.
ასევე განხილული იქნება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების საკითხი.
მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი შეხვედრებს გამართავს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, ფინანსთა მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან.
დაგეგმილია ასევე შეხვდრები საერთაშორისო დონორი ქვეყნების წარმომადგენლებთან.