ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიაში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება

ახლადარჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს შვეიცარიაში მიემგზავრება. იგი შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.


სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.


შვეიცარიის შემდეგ სააკაშვილი, სავარაუდოდ, პარიზში გაემგზავრება. 

Back to top button