
ახალი ამბები
„კმარას“ აქტივისტები გაათავისუფლეს
ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ სამი აქტივისტი 18 იანვარს პატიმრობიდან გაათავისფლეს.
აჭარის პოლიციამ „კმარას“ აქტივისტები 6 იანვარს დააკავა. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი იარაღისა და ნარკოტიკების შენახვაში დაადანაშაულა.
თუმცა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა. მან აჭარის ხელისუფლებას მოსთხოვა შეწყვიტოს იმ პირთა დევნა, რომელთაც „განსხვავებული აზრები გააჩნიათ“.