ახალი ამბები

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა ტაქტიკური წვრთნის ახალი ფაზის გახსნას აღნიშნავს

საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ტაქტიკური წვრთნის მეხუთე ფაზა დღეს ერთობლივი ქართულ-ამერიკული ცერემონიით გაიხსნა.


სატანკო მექანიზებული ასეულის საწვრთნელი ფაზის აღმნიშვნელი ცერემონია კრწანისის საწვრთნელ პოლიგონზე ჩატარდა. ამ საწვრთნელ ფაზას აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი გაუძღვება.


პროგრამის ფარგლებში მომზადება უკვე ოთხმა ქართულმა ბატალიონმა გაიარა.


წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა 2004 წლის ზაფხულში დასრულდება, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ჯარის გაწვრთნას მომავალშიც გეგმავს.

Back to top button