
ახალი ამბები
აშშ საქართველოს მომავალშიც დაეხმარება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა რიჩარდ ბაუჩერმა 16 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა საქართველოს მომავალშიც აღმოუჩენს დახმარებას.
„ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ხელმძღვანელობისადმი გრძელვადიანია და იგი მომავალშიც გაგრძელდება. 2004 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 164 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს“, – განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა 16 იანვარს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი მომავალ კვირას თბილისსა და მოსკოვს ეწვევა. თბილისში კოლინ პაუელი ახლად არჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას დაესწრება.