ახალი ამბები

ავთანდილ ჯორბენაძე ახალ პარტიას ქმნის

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე საპარლამენტო არჩევნებამდე ახალი პარტიის შექმნას აპირებს. მისი  განცხადებით, ახალი პარტიის პრეზენტაცია დაახლოებით სამ კვირაში შედგება.


“ახალი პარტია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს და მთავარი მიზანი ქვეყანაში რეფორმების გატარება იქნება. ჯერ-ჯერობით თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციები ხელისუფლებასთან არ გამართულა, მაგრამ ჩვენი პარტიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეფორმების გატარება იქნება”, – განაცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ 15 იანვარს.


პარტიის ლიდერი სავარაუდოდ თავად ჯორბენაძე იქნება. მისი თქმით, ახალი პარტიის რიგებში შევლენ პარლამენტის წევრი, ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი გიორგი ყარყარაშვილი, ავთანდილ ჯორბენაძის მოადგილე აკაკი ზოიძე და ასევე ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი გია ზურაბაშვილი. პარტიის პრეზენტაციაზე ახალი სახეებიც იქნებიან წარმოდგენილნი. ახალი პარტიის სახელწოდება ჯერ-ჯერობით უცნობია.

Back to top button