ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ერაყში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ერაყში გაემგზავრა, სადაც იგი ქალაქ თიქრითში განლაგებულ ქართულ სამშვიდობო  ნაწილს მოინახულებს.


სამოცდაათი გამნაღველისა და ექიმისგან შემდგარი ქართული ნაწილი ერაყში გასულ აგვისტოს გაემგზავრა. 


თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, მათ ახლო მომავალში 200 ქართველი ჯარისკაცი შეცვლის. ზაფხულისთვის საქართველო კიდევ 500 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს ერაყში.

Back to top button