ახალი ამბები

სააკაშვილმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურა დაასახელა

უახლოეს პერიოდში საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე პარლამენტს დასამტკიცებლად ახალ კადრს, შიდა ქართლის გუბერნატორს ირაკლი ოქრუაშვილს წარუდგენს. Aამის შესახებ დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.


“ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურა ნინო ბურჯანაძესთან არის შეთანხმებული. დარწმუნებული ვარ, რომ შს მინისტრი ახალ გენერალურ პროკურორთან ერთად შეძლებენ კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლას და კორუფციის დაძლევას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, პირველი რასაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გააკეთებს საკანონმდებლო ბაზის შეცვლა იქნება. “ბევრია გასაკეთებელი და ამას ერთობლივად შევძლებთ”, – დასძინა მან.


გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ უკვე დაწერა განცხადება გადადგომის თაობაზე.


 

Back to top button