
ახალი ამბები
აფხაზურმა მხარემ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის პირობები დააყენა
აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარესთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებისთვის გარკვეული პირობები დააყენა. ეს პირობები, სავარაუდოდ, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჰეიდი ტალიავინის გადაეცემა, რომელიც აფხაზეთს 12 იანვარს ესტუმრება.
აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფხაზური მხარე საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვს ოფიციალურად უარყოს ძალის გამოყენება კონფლიქტის მოსაგვარებად. აფხაზური მხარე ასევე მოითხოვს ქართველ პარტიზანთა ჯგუფების დაშლას და კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების განახლების წინააღმდეგ ხელშეკრულების ხელმოწერას.