ახალი ამბები

სოხუმი თბილისს სამშვიდობო ხელშეკრულებას სთავაზობს

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ 8 იანვარს აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუშლიდა საომარი მოქმედებების განახლებას რეგიონში, საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების ხელსაყრელი საფუძველი იქნებოდა.


მისი განცხადებით, იმ შეიარაღებული ჯგუფების ლიკვიდაცია, „რომლებიც ტერორისტულ აქტებს და საბოტაჟებს ახორციელებენ აფხაზეთში“ დადებით გავლენას იქონიებს სამშვიდო პროცესზე და „ურთიერთნდობის აღდგენაზე“.


თავის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა გამორიცხა ძალისმიერი მეთოდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დასძინა, რომ „ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა ეკონომიკური აღმავლობაა“.


„დარწმუნებული ვარ, როცა აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეები დაინახავენ, რომ ეკონომიკა ვითარდება საქართველოში, ისინი თვითონ შემოგვიერთდებიან. ჩვენ ეკონომიკური პერსპექტივებით უნდა მოვიზიდოთ ისინი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დეკემბერში. 

Back to top button