ახალი ამბები

რუსეთი და საქართველო სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე კვლავ ვერ თანხმდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თედო ჯაფარიძესა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის იური ბალუევსკის შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები საქართველოდან რუსეთის ბაზების 3 წლის ვადაში გაყვანის თაობაზე უშედეგოდ დასრულდა. 


„რუსული მხარე კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს წინადადებისა, რომ  ბათუმიდან და ახალქალაქიდან სამხედრო ბაზები სამი წლის ვადაში გაიყვანოს. ეს გეგმა არარეალურია“, – განაცხადა ბალუევსკიმ 8 იანვარს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. 


რუსული მხარე თანახმაა საქართველოდან ბაზები 11  წლის ვადაში გაიყვანოს. თუმცა, 7 იანვარს დაწყებული მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება და შესაძლოა მხარეებმა კონკრეტულ შეთანხმებას მაინც მიაღწიონ.


„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შეხვედრის დროს ჯაფარიძემ და ბალუევსკიმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში განლაგებული რუსი სამშვიდობოების მანდატის გაგრძელების საკითხი და რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე არსებული სიტუაცია განიხილეს. 

Back to top button