ახალი ამბები

აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა სააკაშვილს არჩევნებში გამარჯვება მოულოცეს

მიხეილ სააკაშვილს დღეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან და სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან.


აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა სააკაშვილს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოულოცეს და შემდგომი წარმატება უსურვეს.


ჯორჯ ბუშის განცხადებით, „ამერიკის შეერთებული შტატები დიდ იმედებს ამყარებს საქართველოს ახალ ხელმძღვანელობაზე“.


აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ყველა საკითხში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საკითხში, დახმარების აღმოჩენას დაპირდნენ.

Back to top button