ახალი ამბები

აჭარაში „კმარას“ აქტივისტები და მათი ოჯახის წევრები დააკავეს

ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ ორი წევრი და მათი ოჯახის წევრები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 6 იანვარს დააკავეს.


დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.


აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ნარკოტიკები და ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვა დაკავებულ ხაჟომიას და ჩხარტიშვილის ბინებში. თუმცა, მათი ოჯახები ამ ბრალდებას უარყოფენ.


ბოლო დღეების განმავლობაში „კმარას“ აქტივისტებმა პროკლამაციების გავრცელება დაიწყეს ბათუმის ქუჩებში ლოზუნგით „კმარა აბაშიძის დიქტატურა“.


სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს დაგმო ბათუმში მომხდარი ინციდენტი და განაცხადა, „ვერც ერთ ამგვარ ფაქტს ვერ შევეგუებით. ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, სადაც უკანონო დაკავებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი“.


„რაც ბათუმში მოხდა დაუშვებელია“, – დასძინა ზურაბ ჟვანიამ.

Back to top button