ახალი ამბები

ცსკო-ს მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკო) უკვე გადაგზავნილი და დათვლილია 4 იანვარს ჩატარებულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემთა 78%, რომლის მიხედვით 95,83%-ით მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს. მეორე ადგილზე თემურ შაშიაშვილია – 2,09%-ით, როინ ლიპარტელიანი – 0,25%, ქართლოს ღარიბაშვილი – 0,2%, ზურაბ ქელეხსაშვილი – 0,1%, ზაზა სიხარულიძე 0,23%. ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა 0,29%-მა.


ამ დროისათვის საარჩევნო კომისიაში გადასაგზავნია 10 საარჩევნო ოლქის მონაცემები, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ოლქის მონაცემები.  

Back to top button