
საპარლამენტი არჩევნები მარტის მეორე დეკადაში ჩატარდება
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვადად მარტის მეორე დეკადას ასახელებს. მისი თქმით, ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგზე გამოცხადდება.
“ამჟამად ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს პარლამენტის ცალკეული ფრაქციებისა და პარტიების წარმომადგენლებთან, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს ყველასთვის მისაღები ვადის დადგენის თაობაზე. საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საპარალმენტო არჩევნების მარტის თვეში ჩატარების წინაღმდეგ უკვე გამოვიდა რამდენიმე პარტია, მათ შორის „ახალი მემარჯვენეები“ და ლეიბორისტული პარტია, რომელთა ლიდერების განცხადებით, ამ მოკლე პერიოდში ვერ მოხერხდება კონკურენტული გარემოს შექმნა და არჩევნებში წარმატებას ერთი ან ორი პარტია მიაღწევს.