ახალი ამბები

ცსკო-მ კოდორში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადა გადაწია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, კოდორის ხეობაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადამ 12 იანვრამდე გადაიწია.


ცუდი ამინდის გამო ხეობაში ვერ მოხერხდა საჭირო მოწყობილობებისა და საარჩევნო ბიულეტენების ჩატანა.


ცსკო-ს თავჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, თუ ამინდი ხეობაში დათქმულ ვადამდე არ გამოსწორდება, ცსკო კოდორის მონაცემების გარეშე გამოაქვეყნებს ხმების დათვლის შემაჯამებელ ოქმს.


ამომრჩეველთა ხმების 25% დათვლის მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილმა 96% მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს მონაცემები მნიშვნელოვნად შეიცვალოს მას შემდეგ, რაც 12  იანვარს საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. 

მსგავსი/Related

Back to top button