
ახალი ამბები
ეუთოს მოქმედი თავჯდომარე საქართველოს არჩევნებს მიესალმა
ეუთოს მოქმედი თავჯდომარე, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლომონ პასი მიესალმა იმ მშვიდობიან და მოწესრიგებულ გარემოს, რომელშიც 4 იანვარს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.
„მჯერა, რომ შემდგომი ნაბიჯები საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში განხორციელდება“, – განაცხადა სოლომონ პასიმ.
ეუთოს მოქმედმა თავჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის წინაპირობას.
„ეუთო, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კვლავაც დაეხმაროს საქართველოს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში. ეს გულისხმობს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დახმარების აღმოჩენასაც“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავჯდომარემ.