ახალი ამბები

ცსკო საპარლამენტო არჩევნების მოგვიანებით ჩატარებას უჭერს მხარს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ საპარლამენტო არჩევნები მოგვიანებით ჩატარდება. 


პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ დღეს განაცხადა, რომ განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ვადას იგი „დღეს ან ხვალ“ დანიშნავს. სავარაუდოდ, არჩევნები მარტში ჩატარდება.


„ეს ბურჯანაძის პრეროგატივაა, და თუ იგი იტყვის, რომ საპარლამენტო არჩევნები მარტში უნდა ჩატარდეს, არჩევნები მარტში ჩატარდება. თუმცა, ჩვენ უნდა მოვასწროთ ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაცია“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა 5 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, სიების შედგენის დროს ცსკო საფუძვლად რეგისტრირებულ ამომრჩევლთა სიებს აიღებს. შემდეგ ეს სიები საარჩევნო უბნებში გამოიკვრება და საჭიროების შემთხვევაში მათში შემდგომი ცვლილებები იქნება შეტანილი. 

Back to top button