ახალი ამბები

ცსკო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ვადაზე ადრე გამოაქვეყნებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 5 იანვრის 14 საათისთვის ოქმები 11 საოლქო კომისიიდან შევიდა. ცსკო-ს თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 83%-ი შეადგინა. აჭარაში არჩევნების დღეს რეგისტრირებულმა და მონაწილეთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა. უცხოეთიდან კომისიაში 12 უბნის მონაცემებია შემოსული.


არსებული მონაცმებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 95%-ით მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს.


“არჩევნების დროს დაფიქსირდა უმნიშვნელო დარღვევები, ვფიქრობ, რომ საჩივრების განხილვა სასამართლოში არ მოხდება და ამას კომისიის ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს. ჩვენ უმოკლეს ვადაში გამოვაქვეყნებთ არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button