ახალი ამბები

ოფიციალური წარმომადგენლები და დამკვირვებლები ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას ადასტურებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 83% გადააჭარბა, მაშინ როცა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 85% შეადგინა.


ცსკო-ს თავჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 2,1 მილიონს გადააჭარბა. მისი თქმით, წინასწარ რეგისტრირებულ 1,7 მილიონ ამომრჩეველს დაემატა არჩევნების დღეს რეგისტრირებული 400,000 ამომრჩეველი.


„ამგვარად პროცენტული მაჩვენებელი ამ რიცხვებიდან გამოითვლება“, – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

Back to top button