
ახალი ამბები
ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, სააკაშვილმა 96% მიიღო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ განხორციელებული ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 96,41% მიიღო.
ეს მაჩვენებელი „ეგზით პოლის“ მაჩვენებელზე მაღალია, რომლის მიხედვითაც სააკაშვილმა 85,6% მიიღო.
ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, დანმარჩენმა ოთხმა კანდიდატმა 2%-ზე ნაკლები მიიღო თითოეულმა.
იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა 1,93% მიიღო, როინ ლიპარტელიანმა – 0,24%, ზაზა სიხარულიძემ – 0,22%, ქართლოს ღარიბაშვილმა – 0,16%, ზურაბ ქელეხსაშვილმა, რომელმაც არჩევნების წინა დღეს მოხსნა თავისი კანდიდატურა არჩევნებიდან, ხმების 0,07% მიიღო. ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა 0,32%-მა.