ახალი ამბები

სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ხალხის იმედებს არ გააცრუებს

საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავის მხარდამჭერებს იმედები არ გაუცრუოს.


სამომავლო გეგმებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი პრეზიდენტობის დროს კონკრეტულ ღონისძიებებს განახორციელებს.


„მთავარ ღონისძიებები, რომლებიც პირველ რიგში უნდა განხორციელდეს, არის მომავალი საპარლამენტო არჩევნების ვადის დადგენა, პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღება და პარლამენტისთვის ანტი-კორუფციული პაკეტის წარდგენა განსახილველად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე.  

Back to top button