ახალი ამბები

„ეგზით პოლის“ შედეგები გამოქვეყნდა

აშშ-ის კომპანია „გლობალ სტრატეჯი გრუფ“-მა დღეს, საღამოს 8 საათზე, „ეგზით პოლის“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ხმების პროცენტული  მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

მიხეილ სააკაშვილი – 85,8%
თემურ შაშიაშვილი – 0,4%
როინ ლიპარტელიანი – 0,4%
ქართლოს ღარიბაშვილი – 0,1%
ზურაბ ქელეხსაშვილი – 0,1%
ზაზა სიხარულიძე – 0,1%

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა დადებითი შეფასება მისცა „ეგზით პოლის“ შედეგებს და ქართველ ერს დიდი მადლობა მოუხადა ნდობისათვის.

„მივმართავ ყველას, ჩვენ ყველანი ავაშენებთ ძლიერ და სტაბილურ საქარეთველოს და ვიამაყებთ იმით, რომ ვართ დღევანდელი პროცესების მონაწილენი. დღეს გაიმარჯვა საქართველოს მთელმა საზოგადოებამ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ეგზით პოლის“ შედეგების გამოცხადების შემდეგ.

Back to top button