skip to content
ახალი ამბები

კოკოითი სააკაშვილის ცხინვალში ვიზიტს აპროტესტებს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის 3 იანვარს ცხინვალში ჩასვლას უარყოფითად აფასებს.


“მისი ეს ნაბიჯი სიმბოლური იყო და ხელი არ შეგვიშლია. მომავალში კი ასე თვითნებურად ცხინვალის რეგიონში ჩამოსვლა ჩვენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ მოხდება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ედუარდ კოკოითმა.


მიხეილ სააკაშვილი ცხინვალში ვიზიტის დროს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ეს ის რეგიონია, სადაც არჩევნები არ ტარდება, რადგანაც იქ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button