ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა






სააკაშვილი ამომრჩეველს კვლავ აქტიურობისკენ
მოუწოდებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. იგი კმაყოფილია ამომრჩევლის აქტიურობით.

“საარჩევნო უბნებზე გასვლით ყველას შეგიძლიათ საკუთარი თვალით ნახოთ, როგორ აქტიურ მონაწილეობას იღებს მოსახლეობა არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა უკეთესი მომავლის მშენებლობა”, – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა.

არჩევნების ჩატარების შესახებ საბოლოო შეფასებას მიხეილ სააკაშვილი დღის ბოლოს სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთებს.

Back to top button