ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია იმედოვნებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შედგება







ნინო ბურჯანაძე საარჩევნო უბანზე შვილთან
ერთად გამოცხადდა.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ და სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს.

“ხალხის აქტიურობიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არჩევნები შედგება.  სერიოზული აქტიურობაა დაფიქსირებული ამ დროისთვის. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბნებში და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რადგანაც ამ არჩევნებით ქვეყნის ბედი წყდება”, –  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“ყველას კარგად ესმის საქართველოში რამდენად მნიშვნელოვანია  ეს არჩევნები. ამით ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ და როგორც ჩანს ყველას სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში”, – აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ.

დღის პირევლ ნახევარში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობაა დაფიქსირებული.  უბნებთან მოსახლეობას რიგში დგომა უწევს.

მსგავსი/Related

Back to top button