
ახალი ამბები
ექსპრეზიდენტმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს დილით თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ხმა მისცა. თუმცა, მანამდე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ არ აპირებდა არჩევნებში მონაწილების მიღებას.
ჟურნალისტის კითხვაზე, მისცა თუ არა მან ხმა მიხეილ სააკაშვილს, შევარდნაძემ განაცხადა, „თქვენ ახლოს ხართ სწორ პასუხთან“.
„ის [სააკაშვილი} ჭკვიანია“, – დასძინა შევარდნაძემ.
„მე ვურჩევდი ახალ პრეზიდენტს ნაკლები ილაპარაკოს და მეტი იმუშავოს“, – განუცხადა შევარდნაძემ ჟურნალისტებს.