ახალი ამბები

პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მოძრაობა “მძლეველის” ხელმძღვანელმა ზურაბ ქელეხსაშვილმა დღეს საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.


“მე არ მინდა ასეთ უსამართლო და უზნეო არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ამის გამო ვხსნი ჩემს კანდიდატურას”, – განაცხადა დღეს ზურაბ ქელეხსაშვილმა.


ზურაბ ქელეხსაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 5 კანდიდატი მიიღებს.


 

Back to top button