
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი კონფლიქტის ზონაში ჩავიდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი დღეს კონფლიქტის ზონაში, ცხინვალის რეგიონში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
იგი ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და ხალხის წინაშე არსებული პრობლემები მოისმინა. მათი ერთ-ერთი სურვილი ქვეყანაში მშვიდობის დამყარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღესვე დაბრუნდება.