
ახალი ამბები
დსთ-ს ქვეყნები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 90 დამკვირვებელს აგზავნიან
კვირას დაგეგმილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის საქართველოში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნებიდან 90 დამკვირვებელი ჩამოვა.
მათი ერთი ნაწილი 2 იანვარს, ხოლო ძირითადი ნაწილი კი 3 ნოემბერს ჩამოვა თბილისში.
ყველაზე მეტ დამკვირვებელს რუსეთი აგზავნის – 32; ბელორუსია – 19; უკრაინა – 13. დამკვირვებელთა მისიას დსთ-ის აღმასრულებელი მდივანი იური იაროვი უხელმძღვანელებს, რომელიც თბილისში 3 იანვარს ჩამოვა.