
ახალი ამბები
ახალი წლის ღამეს ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს ზრდის
ახალი წლის ღამეს უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ მობილიზებული იქნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეების უსაფრთხოებას დაიცავენ.
“ახალი წლის ღამეს მობილიზებული იქნებიან სპეციალური ჯგუფები, რათა დაიცვან მოსახლეობის უსაფრთხოება. ახლაც გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო შენობებში. ქვეყანაში არსებული სიტუაცია საჭიროებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სათანადო ღონისძიებების ჩატარებას” – განაცხადა უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ.
ახალი წლის ღამეს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების და რესპუბლიკის მოედნებზე ღია ცის ქვეშ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და კონცერტები გაიმართება. Mმობილიზებული იქნება საზოგადოებრივი ტრანპორტი, რომელიც დილის საათებამდე იმუშავებს.