
“აღორძინება” არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს
ზურაბ ჟვანიასთან 30 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, აჭარის მეთაურმა ასლან აბაშიძემ დაადასტურა, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ავტონომიურ რესპუბლიკაში საარჩევნო უბნები გაიხსნება, თუმცა იქვე დასძინა რომ მისი პარტია “აღორძინება” არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ გვერდზე გადავდოთ პრინციპები და დაპირისპირება და აჭარამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ არა “აღორძინება.” პარტიას გააჩნია საკუთარი პრინციპები, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში დარჩება” – განაცხადა აბაშიძემ, ზურაბ ჟვანისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ზურაბ ჟვანია მოლაპარაკებს მიესალმა და განაცხადა, რომ უკანასკნელ დღეებში ავტონომიურმა რესპუბლიკამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა და “ცენტრალურ ბიუჯეტში აქციზური საქონლის გადასახადები გადმორიცხა,” რაც ჟვანიას თქმით ბოლო სამი წლის მანძილზე პირველად მოხდა.