
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი არჩევნების ჩაშლის საშიშროებას არ გამორიცხავს
პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
“მცდარია შეხედულება თითქოს არჩევნები მიხეილ სააკაშვილს მოგებული აქვს; არსებობს იმის საშიშროება, რომ არჩევნები არ შედგეს, რის შედეგადაც ავტომატურად იხსნება სახელმწიფო მინისტრი, პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს კი უფლებები ეზღუდება და ქვეყანაში ქაოსი იწყება. ედუარდ შევარდნაძის გზას არ დავადგები და არ ვაპირებ არჩევნების გაყალბებით მოგებას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 30 დეკემბერს.
მისი თქმით, ეს არ უნდა მოხდეს და ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს.